Friday, November 20, 2015

წერილების გამოფენა

გამოფენა






მოსწავლეებმა შექმნეს ფორმალური და არაფორმალური წერილები და მოეწყო მათი გამოფენა







ნამუშევრების პრეზენტაცია

მოსწავლეებმა მოამზადეს და გააკეთეს პრეზენტაციები

ჯგუფი 1




ჯგუფი 2

 



ფოტოები






მოსწვლის ნამუშევრები

დამხმარე პრეზენტაცია






მოსწავლეემბა შეავსეს მოლოდინების ხე:





KWL ცხრილის შვსება                                                                                                               




მოსწავლეების შექმნილი ბროშურა



მოამზადეს ინტერვიუები სოფლის უხუცესებთან 



Sunday, November 3, 2013

პროექტის გეგმა

პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო სარაული
რაიონი
შიდა ქართლი/გორი
სკოლა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
პროექტის აქტუალობა

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მტრედიდან მეილამდე“
თემის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან იმ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას რომლებსაც არ ქონდათ  ტელეფონი, კომპიუტერი და ეცნობიან  იმდროინდელი კომუნიკაციის საშუალებებს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას უძველესი კომუნიკაციის საშუალებებზე, აწარმოებენ დაკვირვებას და აკეთებენ ანალიზს. შეისწავლიან ფორმალური და არაფორმალური წერილის წერა.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
X კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
12 - 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა,
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.ს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/mp3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკ-მუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა).
·           ინფორმაციებს აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და მის საფუძველზე გამოკვეთს და გამოხატავს საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში.

უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
·           მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
·           საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
·           გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
უცხ.ს.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საქმიანი წერილების წერა.
·           იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილზე მიუთითებს ავტორის, ადრესასტის კოორდინატებს, პირად მონაცემებს, თარიღს, მიმართვის, გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას);
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
·           უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა);

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • ინფორმაციის მოძიებას ტექნოლოგიების ისტორიასთან და პირველ წერილთან დაკავშირებით.
  • ინტერვიუს მომზადებას თემის უხუცესებთან.
  • ოფიციალური და არა ოფიციალური წერილის წერას.
  • განსაზღვრონ ტექნოლოგიების გავლენა ადამიანზე და მოახდინონ ანალიზი
  • გააკეთონ პრეზენტაციები.
  • შექმნიან ბლოგს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • კომუნიკაციის რა  საშუალებები არსებობს?
თემატური კითხვები
  • როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ტელეფონისა და კომპიუტერის გარეშე?
  • კომუნიკაციის რა საშუალებებს იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლამდე?
შინაარსობრივი კითხვები
  • შეძლებდით თუ არა კომუნიკაციას ტელეფონის ან ინტერნეტის გარეშე?
  • რამდენად ხშირად წერთ წერილს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










·         კითხვარი
·         ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე

·         დისკუსია
·         ინტერვიუ
·         პრეზენტაციები
·         ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე
·         ბლოგის შეფასების რუბრიკა
·         პროექტის შეფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში შინაარსის გააზრებისა და დავალების შესრულების შეფასებისათვის გამოვიყენებთ არაფორმალური შეფასების ფორმები, როგორიც არის  კითხვარები და პრეზენტაციები.  ასევე დისკუსიის შეფასება, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების ზედა დონის უნარების განვითარებაში. გამოვიყენებთ პროექტის შეფასების რუბრიკას  უკუკავშირის გაზიარებისა და საბოლოო პროდუქტის შეფასებისათვის.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის გაგება- გადმოცემა ინგლისურ ენაზე,  იციან  სოფისე პროგრამები, პაუერ პოინტში პრეზენტაციის მომზადება, ბლოგის შექმნა, ინტერნეტში მუშაობა.
სასწავლო პროცედურები
·         პროექტის გაცნობა- მასწავლებელი გააკეთებს პროექტის პრეზენტაციას.
·         მოსწავლეები დაწერენ მოლოდინებს ( რას ელოდებიან ამ პროექტიდან) ასევე ცხრილის შევსება: ვიცი მინდა ვიცოდე, გავიგე.
·         პროექტის შესახებ  დაამზადებენ ბუკლეტებს რომელსაც გაავრცელებენ.
·         მოსწავლეები შექმნიან ბლოგს რომელზეც იმუშავებენ მთელი პროექტის განმავლობაში.
·         მოსწავლეებს დავყობთ ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი ( 5 მოსწავლე ჯგუფში)  მოიძიებს ინფორმაციას პირველი ტელეფონისა და კომპიუტერის შესახებ. და გამართავენ დისკუსიას.
მეორე ჯგუფი ( 5 მოსწავლე ჯგუფში)  მოამზადებს ინტერვიუს ( კომუნიკაციის რა საშუალებებს იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიის შემოსვლამდე?). მოსწავლეები მუშაობენ და მოამზადებენ კითხვარს ინტერვიუსათვის  და ჩაწერენ ინტერვიუს თემის სამ უხუცესთან.
·         შევასწავლოთ მოსწავლეებს ოფიციალური და არაოფიციალური წერილისა და ღია ბარათის წერა (პრეზენტაციით და პრაქტიკული მუშაობით)
·         მოსწავლეები შექმნიან  ოფიციალურ და არაოფიციალურ წერილებს .
·         ერთი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას პირველი წერილის , ტელეფონისა და კომპიუტერის შესახებ.  მეორე ჯგუფის მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას ინტერვიუებთან დაკავშირებით. ჯგუფები ერთმანეთს გაუკეთებენ თავიაანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს.
·         მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას და მსჯელობას თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს ადამიანზე .
·         მოსწავლეები აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას თანასკოლელებისათვის.
·         პროექტის ბლოგის დასრულება. 
დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეებს ვურიგებ წერილებს სადაც გამოტოვილია ინფორმაცია ( ეს გამოტოვილი სიტყვები მოცემულია წერილის ქვემოთ უჯრაში) ისინი გამოტოვილ ადგილებს ავსებენ შესატყვისი სიტყვით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მოსწავლეები თემის უხუცესებთან მომზადებულ ინტერვიუებს თარგმნიან ინგლისურად და უკეთებენ მოხსენება ამ ინტერვიუებთან დაკავშირებით. აკეთებენ პრეზენტაციებს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      
ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელო - წერილების ნიმუშები
ინვენტარი/მასალები
პლოპჩარტები, მარკერი,
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ



ბროშურის შეფასების რუბრიკა


თემატიკა
4
3
2
1
მტრედიდან მეილამდე“
შინაარსობრივი მხარე
მასალა  ზუსტი და მრავალფეროვანია, როგორც ენობრივად ისე გრამატიკულად გამართულია.
მასალა ზუსტია, გამართულია როგორცლექსიკურად ისე გრამატიკულად
მასალა ზუსტია, მცირე ლექსიკური და გრამატიკული შეცდომებით
მასალა არ არის ზუსტი, ლექსიკურად და გრამატიკულად გაუმართავია.
ვიზუალური მხარე
ბროშურის ვიზუალური მხარე ზუსტად შეესაბამება შინაარსობრივ მხარეს.
ბროშურის ვიზუალური მხარე შეესაბამება შინაარსობრივ მხარეს
ბროშურის შინაარსობრივი მხარე ნაკლებად შეესაბამება ვიზუალურ მხარეს
ბროშურის ვიზუალური მხარე არ სეესაბამება  შინაარსობრივ მხარეს.
ტექნოლოგიის გამოყენება
ვიყენებ კომპიუტერს ბროშურის დასამზადებლად. შემიძლია  ფერადი, სურათებით  გაფორმებული რუბრიკის დამზადება.
ვიყენებ კომპიუტერს ბროშურის დასამზადებლად, შემიძლია ფერადი რუბრიკის დამზედება
შემიძლია ბროშურის დასაბეჭდად კომპიუტერის გამოყენება.
არ სემიძლია კომპიუტერის გამოყენება ბროშურის დასამზედებლად.


ბლოგის რუბრიკა

ინსტრუქციები: მოცემული რუბრიკა გამოიყენეთ თქვენი ბლოგის თვითშეფასებისთვის.


4
3
2
1
თემა
ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები დელიკატურად ასახავს პროექტის მსვლელობას
ბლოგში წარმოდგენილი ჩანაწერები ზოგად თემას ან იდეას უკავშირდება.
ბლოგში ვცდილობ თემატური აზრის გადმოცემას, მაშინ როცა თემა გასაგებია და მკაფიოდ ახსნილი.
ჩემი ბლოგი სერიული ჩანაწერების კოლექციაა და ერთი ძირითადი იდეა არ იკვეთება.
მოსწავლეთა
აქტივობები
ჩემს ბლოგში სიზუსტის მაქსიმალური დაცვით მოხსენიებულია ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა
ჩემს ბლოგში სიზუსტის დაცვით მოხსენიებულია ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა
ჩემს ბლოგში მოხსენიებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა, თუმცა ზოგიერთი  არაზუსტია.
ჩემს ბლოგში მოხსენიებულია მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თუმცა უმრავლესობა არაზუსტია.
ენა
ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის დაწერილი, რომელიც პიროვნული ხასიათების წარმოჩენას უწყობს ხელს.
ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის დაწერილი.
ჩემი ბლოგი ზოგჯერ სპეციფიკური და საინტერესო ენით არის დაწერილი.
ჩემი ბლოგი ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი ენით არის დაწერილი.